ლიბანის ქუჩა N14-ის მიმდებარედ (ლიბანის პირველი ჩიხი)
პროექტის შესახებ
სამშენებლო კომპანია „ჯითი ინვესტი“ ქალაქ თბილისში, ლიბანის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, აშენებს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლს. საპროექტო შენობა კონსტრუქციული სქემით 12 სართულიანია, შედგება 10 მიწისზედა და 2 მიწისქვედა სართულისგან. -2 სართულზე განთავსებულია 22 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი; 0 სართულზე კიდევ 15 ავტოსადგომი და 2 კომერციული ფართი; 1-დან მე-10 სართულის ჩათვლით კი საცხოვრებელი ბინები.
შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასულ სტრუქტურას, რომელის საძირკველსაც წარმოადგენს ფილა. სახურავი ბრტყელი გადახურვისაა, რომელიც არ არის გამოყენებადი.
შენობის გარე კედლები 20 სმ. სისქისაა რომელიც გარედან დათბუნდება მინერალური ბამბით (MW) 70 მმ. სახურავი დათბუნდება ექსტრუდირებული პოლისტიროლის ქაფით (XPS) 100 მმ. ხოლო კომერციულის იატაკი -3.50 ნიშნულზე ექსტრუდირებული პოლისტიროლის ქაფით (XPS) 80 მმ.
ფასადები ძირითადად დამუშავებულია ფაქტურიანი ფითხით (RAL 9004, RAL 9005). ფასადი დამუშავდება მოსაპირკეთებელი დეკორატიული აგურის ფილით, კომერცილ სივრცეში მოეწყობა გლუვი ზედაპირის მქონდე ალუმინის შავი ფერის ვიტრაჟი, ხოლო საცხოვრებელ ნაწილში გათვალისწინებულია შავი ფერის მეტალოპლასტმასისაგან.
აივნის მოაჯირები მოეწყობა შავი ფერის ლითონისაგან. ტერიტორია კეთილმოეწყობა-გამწვანდება, მოეწყობა ბუნებრივი ბალახი, დაირგვება ხე-ნარგავები.
შენობა აღიჭურვება ავტომატური სახანძრო-საგანგაშო სისტემით, რაშიც იგულისხმება კვამლაღმომჩენი და ცეცხლაღმომჩენი სისტემები. კომპანია „ჯითი ინვესტი“ გთავაზობთ ნამდვილ ე.წ. „თეთრ კარკასს“, რომელშიც გათვალისწინებულია შემოსასვლელი რკინის
კარები, მეტალოპლასტმასის ვიტრაჟები, ბლოკით ამოყვანილი ტიხრები (დამკვეთის სურვილისამებრ), ელექტრო გაყვანილობის წერტილი, წყალკანალიზაციის და ვენტილაციის
დგარები, გაზმომარაგების დგარიდან შიდაგანაწილება, იატაკის მოჭიმვა, კედლების შელესვა.
საცხოვრებელი სახლი შედგება 2 სადარბაზოსგან ერთმანეთთან დამაკავშირებელი დერეფნით, ერთი ლიფტით და ორი კიბით, რომელიც გამოიყენება ავტოსადგომიდან ბინის ბოლო
სართულამდე. ბინების ჭერის სიმაღლე ბინის მზა მდგომარეობაში 2.90 მეტრია. ყველა საცხოვრებელ ფართს ექნება საზაფხულო ფართები 7 კვ.მ-დან.
შესაძლებელია ბინების გაერთიანება ან დაყოფა (მინიმალური ფართი 38.9 კვ.მ., ხოლო მაქსიმალური ფართი სურვილის მიხედვით) მათი თავისუფალი დაგეგმარებით ვიტრაჟების
ღიობის გათვალისწინებით.
თქვენი სურვილის შემთხვევაში, თქვენივე გამოვნებით არჩეული ინტერიერის გათვალისწინებით შესრულდება რემონტი.
ჩვენს მობინადრეებს სახლი ჩაბარდებათ შემდეგ მდგომარეობაში:
შენობის ფასადი მოპირკეთებული, გალესილი და შეღებილი;
სადარბაზო გალესილი და შეღებილი;
კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია;
სრულყოფილი სახურავი;
შენობაში დამონტაჟებული და ჩართული ლიფტი;
მშენებლობა დაიწყო 2025 წლის ოქტომბერში. ხოლო მშენებლობის დასრულების ვადა განისაზღვრება 2028 წლის აგვისტო-სექტემბერი.